Saturday, April 13, 2013

ინტეგრირებული გაკვეთილი


ინტეგრირებული გაკვეთილი XI კლასში
გაკვეთილის სათაური ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია
მასწავლებლები
ქეთევან ლომიძე, ნაზიკო კაპანაძე, ნანა თედიაშვილი
სამიზნე ჯგუფი
XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
 24 მოსწავლე, ს.ს.ს.მ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა
მხატვრული რეალები, ისტორიული სინამდვილე და გეოგრაფიული ობიექტები „მგზავრის წერილებში“
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან XIX საუკუნის  II ნახევრის საქართველოს, რუსეთს და  საფრანგეთს;
განუვითარდებათ ქვეტექსტური ინფორმაციის ახსნის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
გაკვეთილის მიზანი
მხატვრული ნაწარმოების („მგზავრის წერილების“) ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება
ეროვნული სასწავლო გეგემით განსაზღვრული შედეგები
ქართული
ქართXI**აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურული ნაწარმოებში ასახული პრობლემების გადაჭრის გზებზე
ქართXI 9******აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან
გეოგრაფია
გეო.XI.1.***აანალიზებს ტრანსპორტისა და კომუნიკააციის განვითერების როლს ქვეყნების სივრცე-დროით დაახლოებაში
ისტორია
ისტ.XI.5**ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხავადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ
A  ფაზა 7წთ
1.აქტივობა:ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სამოტივაციო საუბარი
ა)გაკვეთილის თემის, მიზნის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ბ)ლექცია ილიას შემოქმედებაზე, კერძოდ, სოციალურ და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოების მნიშვნელობა
2.აქტივობა:წინარე ცოდნის გახსენება
ა)მოსწავლეები გაიხსენებენ ციტატებს ნასწავლი ნაწარმოებებიდან „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“, „გლახის ნაამბობი“,,მგზავრის წერილებიდან’’
3.აქტივობა: პრეზენტაცია
მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას-დარიალის ხეობა,რადგან მოსწავლეებმა გაიხსენონ ექვსკურსიაზე ყოფნის დროს ნანახი თერგი და მყინვარი(დარიალის ხეობა)
B ფაზა 30 წთ
1.აქტივობა კითხვა-პასუხი
ა)რა არის „მგზავრის წერილების“ სრული სათაური?
ბ)როდის და საიდან იწყებს მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მგზავრობას?
გ)რატომ არ ჩადის მგზავრი თბილისამდე?
2.აქტივობა: მგზავრის მარშუტის რუკაზე ჩვენება კომპიუტერის გამოყენებით და რუკაზე დატანა.
3.აქტივობა: კითხვა-პასუხი
ა)როდის გაიხსნა სამხედრო გზა?
ბ)რა ფუნქცია აქვს ამ გზას საქართველოსათვის?
4.აქტივობა: თხრობა
I თავის თხრობა
5.აქტივობა: მსჯელობა
მოსწავლეები იმსჯელებენ I თავის  მხატვრული რეალების ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე
6.აქტივობა-ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება
მოსწავლეები განიხილავენ ეპოქის მოვლენებს და დაუკავშირებენ ისტორიულ სინამდვილეს
7.აქტივობა:II თავის მხატვრული რეალების გამოკვეთა
8.აქტივობა:გეოგრაფიული ობიექტების დახასიათება და მათი მნიშვნელობა (გეოგრაფიული ცოდნის გამოყენებით საუბარი სამხედრო გზის, დარიალის, მყინვარის და თერგის შესახებ)
9.აქტივობა:წინარე ცოდნის გამოყენებით საუბარი თერგზე, როგორც ილიას ნაწარმოებების ერთ-ერთ მხატვრულ სახეზე.(„განდეგილი“, „აჩრდილი“, „მგზავრის წერილები“)
10.აქტივობა კითხვა-პასუხი
რას გულისხმობს მყინვარი?
რას განასახიერებს თერგი?
როგორ უნდა გავიგოთ ორპირი თერგის სახე? (მოსწავლეები ისაუბრებენ გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფიაზე)
11. აქტივობა- თერგისა და მყინვარის შეფასება
რა არის მოძრაობა ილია შეფასებით?რა მოაქვს რევოლუციას?
12. აქტივობა- ლექსის მხატვრულად წაკითხვა „მესმის მესმის“
13. აქტივობა კითხვა-პასუხი
რომელი კონტრასტული სახეებია შემდეგ თავეში? დავახასიათოდ დღე და ღამე
14. აქტივობა ლექსის მხატვრული წაკითხვა „ელეგია“, „დაკარგული ედემი“
15. აქტივობა -მოხევის მხატვრული სახის გამოკვეთა და დახასიათება როგორც  ერის ისტორიული მეხსიერების მატარებელი პერსპონაჟი
C ფაზა 8წთ
1)დასკვნა(ისტორიულ ცოდნაზე დაყრდნობით)
2)ილიას ლექსის წაკითხვა(ზეპირად) „დაე, თუნდ მოვკვდე“,
3) საშინაო დავალების მიცემა,
4) შეფასება.
გამოყებული რესურსები
XI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო(ავტორი მუზაშვილი),ისტორიის სახელმძღვანელო(ავტორი კიღურია,სანიკიძე),გეოგრაფია(ავტორი
ბლიაძე,ჭანტურია),Googe-ის საძიებო სისტემა,PowerPoint-ის პროგრამა,რუკა,პროექტორი, ფლეში, კომპიუტერი

No comments:

Post a Comment