Tuesday, December 11, 2012

პროექტის გეგმა-ერთმანეთისთვის ჩვენ ვართ ძვირფასნი


პროექტის სახელწოდება:,,ერთმანეთისთვის ჩვენ ვართ ძვირფასნი“
პროექტის პრობლემა:კლასში მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარები; უჭირთ ურთიერთობა;
პროექტის აქტუალობა:პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა დ აუნარ- ჩვევებს გამოიყენებენ პრაქტიკაში;
მოსწავლეები ერთმანეთში დაამყარებენ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს;
პროექტის მიზანი:მოსწავლეებს განუვითარდეთ პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარი; შეძლონ ცოდნის ტრანსფერი-ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენება;პრეზენტაციის უნარის გამომუშავება;
მონაწილეთა კლასი:XI კლასი;
პროექტის ხანგრძლივობა:ორი თვე;
მოსალოდნელი შედეგები: ექსკურსიის მოწყობა, კედლის გაზეთი, ინტეგრირებული გაკვეთილი, პრეზენტაცია;
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ექსკურსიის მოწყობა, ფორმატი, ფერადი მარკერები, ექსკურსიის და ინტეგრირებული გაკვეთილის სურათები, ფოტო აპარატი,პროექტორი, კომპიუტერი;
პროექტის  მსვლელობა:
აქტივობა 1) მშობლებთან და მოსწავლეებთან კრების ჩატარება ექსკურსიის მოწყობასთან დაკავშირებით;
აქტივობა 2)ექსკურსია დარიალის ხეობაში;
აქტივობა 3)კედლის გაზეთის გამოშვება ექსკურსიის სურათებით- ,,ერთმანეთისთვის ჩვენ ვართ ძვირფასნი“
აქტივობა 4)ინტეგრირებული გაკვეთილი-,,დანიშნულება“- ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები“(ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია)
აქტივობა5) პრეზენტაცია; (მოსწავლეები მოამზადებენ პროექტის  პრეზენტაცია, გააკეთებენ, სლაიდებს power point-ში)
ერევნულ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
ქართ.XI.9*განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
ქართ.XI.9****მსჯელობს ავტორის პოზიციაზე  და იმის შესახებ, როგორ გამოიხატა ეს პოზიცია ნაწარმოებში;
გეოXI.4მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა;
გეოXI.5 მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა;
ისტXI.5მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა დამსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა;


პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ლომიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:ketevanlomidzee@gmail.com